NanArtOni
NanArtOni-ის შესახებ
პროდუქტის ტიპი
ხელნაკეთი სამკაულები, რომლებშიც გამოყენებულია ტიხრული მინანქარი, გამომშრალი ყვავილები რაჭიდან, ნახევრადძვირფასი ქვები და ტრადიციული ნაქსოვი ორნამენტები. ჩვენ, ასევე, გთავაზობთ თექისგან დამზადებულ მინიატურებს.
წარმოების ადგილი
ონი,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
დამატებითი სერვისები
NanArtOni-ის სახელოსნოში გთავაზობთ სამკაულების დამზადებისა და თექაზე მუშაობის ინდივიდუალურ და ჯგუფურ მასტერკლასებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: +995 551 770 373
E-mail: naniko.iaralashvili@gmail.com
მისამართი: ქაფიანიძის ქუჩა 7, ქალაქი ონი
გაიცანით NanArtOni-ის დამფუძნებელი
ნანიკო იარალაშვილი
NanArtOni-ის დამფუძნებელი
ბავშვობიდან ვამზადებ სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებსა და სამკაულებს, ჩემი მეორადი პროფესია გამოყენებითი ხელოვნება- ტიხრული მინანქარია რომელსაც დავეუფლე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში შევისწავლე ქართული ორნამენტების ქარგვა ჯვრული მეთოდით. ყოველთვის ვოცნებობდი მქონოდა საკუთარი სივრცე სადაც ამ ყველაფრის დამზადებას შევძლებდი.
რაჭაში დაბრუნების შემდეგ, 2020 წელს გავიმარჯვე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და სლოვაკეთის სოსნას ერთობლივ პროექტში რომლის საშუალებითაც სახლის ერთ პატარა ოთახში მოვაწყვე სახელოსნო. 2023 წელს გავფართოვდი და აწარმოე საქართველოს დახმარებით ეზოში ავაშენე იზოლირებული “NanArtOni”-ის სივრცე სადაც ვმუშაობ ჩემი იდეების განხორციელებაზე, ინდივიდუალური შეკვეთების დამზადებასა და მასტერკლასების ჩატარებაზე. აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებსა და ტრეინინგებში საქართველოს მასშტაბით. ასევე მაქვს საკონდიტრო-კაფე „Sweet Café Nita”. ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ონლაინ პლატფორმების დახმარებით ან ჩემს ტკბილ კაფეში ადგილზე ვიზიტით, სადაც დაგხვდებათ ნამუშევრების სტენდი.