სვანური ქუდი
სვანური ქუდის შესახებ
ქვემო სვანეთში, პატარა სახელოსნოში ხელით შექმნილი ტრადიციული სვანური ქუდები, თექის შარფები და ხელით ნაქსოვი კედლის დეკორაციები. დამზადების პროცესში გამოიყენება მხოლოდ ბუნებრივი მასალები და საღებავები, რაც საბოლოო პროდუქტს ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალს ხდის.
წარმოების ადგილი
ლენტეხი,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
საკონტაქტო ინფორმაცია
Phone: +995 591 171 742
E-mail: lipartelianitamila42@gmail.com
Address: 59 Stalin street, Lentekhi
გაიცანით სვანური ქუდის შემქმნელი
თამილა ლიპარტელიანი
სვანური ქუდის დამფუძნებელი
მე ლენტეხის მკვიდრი ვარ და შთაგონებას სვანეთის ტრადიციებიდან, ბუნებიდან და ადამიანებიდან ვიღებ. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი თექისა და ხელით ნაქსოვი ნივთების შექმნას მივუძღვენი. ვსაქმიანობ ჩემს სახლში არსებულ პატარა სახელოსნოში და ეს პროცესი ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებს. როდესაც Covid-19 დაიწყო და თითქოს ყველაფერი გაჩერდა, ტრადიციული სვანური ქუდების დამზადება დავიწყე, რომლებსაც სვანი მამაკაცები დღემდე თავსაბურავად იყენებენ, ასევე პოპულარულია სუვენირების სახით. ჩემს მიერ გამოყენებული მასალები ძირითადად ადგილობრივი წარმოშობისაა, ყოველგვარი ქიმიური დამუშავების გარეშე და შესაბამისად, ჩემი ყველა ნამუშევარი, ერთი მხრივ, სიხარულს ანიჭებს ადამიანებს და მეორე მხრივ, არ აზიანებს გარემოს.